UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა ორგანიზაციის ყველაზე ძლიერ მებრძოლად ილია თოფურია დაასახელა.
ასევე, პრესკონფერენციაზე უაითმა საუკეთესო დივიზიონად მსუბუქი დივიზიონი (70კგ) დაასახელა, რომლის საჩემპიონო ქამარიც თოფურიამ ივნისში მოიპოვა.
ჟურნალისტი: UFC-ს ყველაზე ძლიერი მებრძოლი ამ მომენტისთვის?
დანა უაითი: ილია თოფურია.
ჟურნალისტი: საუკეთესო დივიზიონი UFC-ში?
დანა უაითი: მსუბუქი დივიზიონი.
28 წლის ილია თოფურია შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის, UFC-ს ორი წონის ჩემპიონია. ის პირველად ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარს დაეუფლა, 2024 წლის თებერვალში.
ქართველ მებრძოლს კარიერაში ჯერ წაგება არ აქვს, მან 17-დან 17 ბრძოლა მოიგო.
1tv.ge



GIPHY App Key not set. Please check settings