in

სანჩოს ზურიკო გვირჩევნია: ვის დამატებას აპირებს ბეშიქთაში

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), quality = 81

„ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები ამჯობინებენ, რომ გუნდმა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ და ინგლისის ნაკრების ვარსკვლავის, ჯეიდონ სანჩოს ნაცვლად, ზურიკო დავითაშვილი დაიმატოს – ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა Assemercato წერს.

„იანვრის სატრანსფერო „ფანჯარა“ კრიტიკულად მნიშვნელოვანია „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“, რათა თავიდან აიცილოს 85 მილიონი ევროს ფინანსური დანაკარგი. ეს თანხა გადაუხადეს „დორტმუნდს“ 2021 წელს ჯეიდონ სანჩოს შესაძენად, რომელიც ინგლისური კლუბის მთავარი იმედგაცრუება გახდა. ის რამდენჯერმე იჯარით გაუშვეს. მისი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს იწურება, „წითელ ეშმაკებს“ კი სწრაფად სჭირდებათ სანჩოს გაყიდვა, რათა მან გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით არ დატოვოს.

პოტენციურ მიმართულებებს შორისაა თურქეთი. სანჩოს მიმართ ინტერესს „ბეშიქთაში“ გამოხატავს. თუმცა სტამბოლელი გულშემატკივრები „სენტ-ეტიენის“ თავდამსხმელს, ზურიკო დავითაშვილს ამჯობინებენ.

თურქები ქართველ ფლანგელს მისი პროფესიონალიზმისა და შეტევაში ეფექტურობის გამო აფასებენ. 20 მილიონ ევროდ შეფასებული დავითაშვილის ტრანსფერი სანჩოსთან შედარებით გაცილებით გონივრულ ინვესტიციას წარმოადგენს.

„სენტ-ეტიენმა“ ფლანგის ფეხბურთელის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს უნდა მიიღოს. კლუბმა ზაფხულში დავითაშვილის შესახებ ყველა შეთავაზება უარყო. გარკვეული ფაქტები, შესაძლოა, იმაზე მიუთითებს, რომ „სენტ-ეტიენი“ მისი გარდაუვალი წასვლისთვის ემზადება“, – ამტკიცებს assemercato.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს თურქული გამოცემა aspor-ი:

სტამბოლური კლუბი „ბარსელონას“ მეკარის მარკ-ანდრე ტერ შტეგენის იჯარით აყვანას (8 მილიონი ევრო დაუჯდებათ), „დორტმუნდის“ ნახევარმცველის ოზკან სალიჰის, „პორტუს“ თავდამსხმელის დენიზ გიულის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარემარბის ჯეიდონ სანჩოს (ასტონ ვილაშია განათხოვრებული) და „სენტ-ეტიენის“ შემტევის ზურიკო დავითაშვილის დამატებას გეგმავს.

„ბეშიქთაში“ ტრანსფერებზე უკვე მუშაობს და დავითაშვილის 20 მილიონად შესაძენად მზადაა, რომლის გადაბირება ზაფხულში ვერ მოახერხა.

ფრანგული გუნდის მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა ადრე განაცხადა, რომ თუ ზურიკოს წასვლა მართლა უნდა, შეთავაზებებს განიხილავენ.

დავითაშვილმა ამ სეზონში ლიგა 2-ის 13 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

1tv.ge-სა და sportall-ის მიხედვით

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძე დაბრუნდა

ბევრი რამის გაუმჯობესება მსურს: ხვიჩას პრესკონფერენცია – ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ