in

ჯენოამ შევჩენკო გაუშვა

„ჯენოამ“ უკრაინელ ანდრეი შევჩენკოსთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ კლუბმა ოფიციალურ საიტსა და სოცქსელებში აცნობა.

„ჯენოა“ იუწყება, რომ მთავარი მწვრთნელი ანდრე შევჩენკო გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. კლუბი მადლობას უხდის მას და მის თანაშემწეებს დაძაბული სამუშაოსთვის, რაც მათ ბოლო თვეებში გასწიეს“, – წერია ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

უკრაინული ფეხბურთის ლეგენდამ იტალიურ კლუბში ორ თვეზე ოდნავ მეტი იმუშავა. ამ დროში მან 11 მატჩი ჩაატარა და 7 წააგო. მხოლოდ ერთ შეხვედრაში მოახერხა მოგება და ისიც თასის 1/16 ფინალში „სალერნიტანასთან“.

შეგახსენებთ, გენუაში ჩასვლამდე შევჩენკო წარმატებით მუშაობდა უკრაინის ეროვნულ ნაკრებში, რომელიც ევრო 2020-ზე 8 საუკეთესო გუნდში მოახვედრა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დარჩებიან თუ წავლენ: მბაპეს დაყოლიებას ცდილობენ, ჰაალანდს დაეძაბა – სატრანსფერო ამბები

ნინიაშვილი დაფრინავს:მორიგი ლელო და მატჩის საუკეთესოს წოდება