in

რასისტული კომენტარების 60% იამალზე მოდის: ყველაზე ხშირად წერდნენ – ნაგავი, მეძავი, შავი

ესპანეთში მოთამაშე ფეხბურთელების მიმართ სოციალურ მედიაში რასისტული კომენტარების 60% მიმართული იყო „ბარსელონას“ ვინგერის, ლამინ იამალის წინააღმდეგ, ნათქვამია რასიზმისა და ქსენოფობიის ესპანეთის ობსერვატორიის (Oberaxe) ანგარიშში.

კვლევამ გასულ სეზონში რასისტული შეურაცხყოფის შემცველი 33 438 პოსტი გამოავლინა. აქედან პლატფორმებმა შეტყობინებების მხოლოდ 33% წაშალეს.

კომენტარების უმეტესობა ლამინ იამალსა და ვინისიუსზე იყო ორიენტირებული, თუმცა „რეალის“ შემტევმა შეტყობინებების მხოლოდ 29% მიიღო.
ნაკლებად იყვნენ მომართული ინიაკი უილიამსის, ნიკო უილიამსის (ორივე „ატლეტიკი“), კილიან მბაპეს, ბრაჰიმ დიასის (ორივე „რეალი“), ალექს ბალდეს, რაფინიას და ანსუ ფატის (ყველა „ბარსელონა“) მისამართით.

აღინიშნა, რომ შეტყობინებების რაოდენობა იზრდება მთავარი მეტოქეების მატჩების დროს. მაგალითად, კლასიკო, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში გაიმართა „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის, რასისტული კომენტარების მკვეთრ პიკს დაემთხვა – მატჩის დღეს და მის შემდეგ, შესაბამისად, 3 675 და 2 855 პოსტი.

ყველაზე გავრცელებულ შეურაცხყოფას შორის იყო mierda („ნაგავი“, 21.81%), puta („მეძავი“, 15.69%) და negro („შავკანიანი“, 8.37%). კომენტარებში ასევე შედიოდა მეტსახელები, როგორიცაა „მონისიუსი“, მიმართული ვინისიუსის მიმართ (Mono ესპანურად „მაიმუნს“ ნიშნავს, პლუს სუფიქსი „icius“ – „სპორტი“) და ეთნიკური შეურაცხყოფა, როგორიცაა „რამდენ ხანსაც არ უნდა ითამაშოს ესპანეთის ნაკრებში, ის მაინც „მავრი“ იქნება მთელი ცხოვრება“ ან „ის ესპანეთიდან უნდა გააძევონ – ნავით დაბრუნდეს“. ეს უკვე იამალის მიმართ.

გარდა ამისა, შეტყობინებების 22% შეიცავდა მუქარას, როგორიცაა „ფეხები უნდა მოტეხონ“ და ესეც მიმართული იამალის წინააღმდეგ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტეიშვილის, გაგნიძის, გულიაშვილის, კვერნაძის საგოლე პასები – ლეგიონერები

ფოტო: საქართველომ 12 კაცით დაიწყო