in

როგორ ითამაშეს ჩვენებმა ევროპაში: ქართველები ევროთასებზე

ქართველმა ფეხბურთელებმა ევროტურნირებზე ითამაშეს.

კონფერენს ლიგაზე ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარმა“ „ბრეიდაბლიკი“ 2:0 დაამარცხა. ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა – 7.6.

ტურნირზე პირველი მატჩი მოიგო ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვამ“. რუმინულმა გუნდმა შინ ვენის „რაპიდი“ 1:0 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 80-ე წუთზე შეცვალეს. შეფასებები: flashscore – 6.8, sofascore – 6.5.

გურამ კაშიას ბრატისლავის „სლოვანი“ სტუმრად ფინურ „კუპსთან“ დამარცხდა – 1:3. ქართველი მცველი გუნდის კაპიტანი იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. შეფასებები: Flashscore – 6.6, sofascore – 6.4.

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ ევროპა ლიგის მე-4 ტურში საკუთარ მოედანზე ინგლისურ „ნოტინგემ ფორესტს“ შეხვდა, გუნდებმა ქულები გაიყეს – 0:0.
ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე გავიდა. შეფასებები: flashscore – 7.1, whoscored – 6.8, sofascore – 6.8.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

25 ფეხბურთელი და 2 ახალწვეული: შემადგენლობა ცნობილია, შეკრება 10 ნოემბერს დაიწყება

ხვიჩაც ნომინანტებშია: ფიფამ წლის თავდამსხმელები ჩამოწერა