in

ათამაშაბენ თუ არა დღეს კვარას, მამარდას, ჟორჟს…

ქართველების გუნდებით დახუნძლული დღეა. თუ ინგლისსა და ესპანეთში თასის მატჩებია, საფრანგეთში მორიგი ტურია.

ლიგა 1-ში კვლავ გალიდერებული პსჟ მე-10 ტურში “სტად დე მუსტუარს” (16 787) და “ლორიანს” ეწვევა – დღეს, ჩვენი დროით 22:00 საათზე.

ლუის ენრიკეს გუნდმა ტრავმებისა თუ როტაციის გამო ცხრა ტურში 7 ქულა დაკარგა. პარიზელები ოპტიმალურ კონდიციებს აშკარად იბრუნებენ (ბოლო სამ მატჩში 13 შესანიშნავი გოლი) და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც, გასულ კვირაში გოლი და ორი საგოლე პასი რომ ჰქონდა.

რადგანაც “ლორიანმა” გასული სეზონი ლიგა 2-ში გაატარა, “კვარას” მათ წინააღმდეგ ჯერ არ უთამაშია.

რაც ვიცით, დუბლის შემდეგ ჰაკიმის დასვენების საშუალება მიეცემა. სავარაუდოდ, მის ადგილს ზაირ-ემერი დაიკავებს. ნევეში და რუიზი, მინიმუმ, განაცხადში დაბრუნდებიან. შეტევის სამეულად დუე-დემბელე-კვარაცხელია უნდა აღდგეს. შესაბამისად, ძირითადად, ქართველი მარცხნიდან იქნება. გასული სეზონის გადამწყვეტ და წარმატებულ დროს სწორედ ისინი თამაშობდნენ, შემდეგ კი სხვადასხვა მიზეზით, ეს არ მომხდარა. ბარკოლამ აუცილებლად უნდა დაისვენოs, “კვარას” გარდა (თუკი მასაც დაასვენებენ) კიდევ ერთი ალტერნატივა კი მბაიეა.

პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა: შევალიე – ზაირ-ემერი, მარკინიოსი, ბერალდო, მენდეში – ლი, ვიტინია, მაიულუ – დუე, დემბელე, კვარაცხელია (ან მბაიე).

“ლივერპული” EFL თასის მერვედფინალში “კრისტალ პალასს” დღეს, 23:45 საათზე, “ენფილდზე” უმასპინძლებს.

მოგეხსენებათ, ამ თასის წინა ეტაპზე, “მამარდამ” “საუთჰემპტონთან” (2:1) მოგებულ მატჩში ითამაშა და ალისონის ტრავმა რომ არა, მის გამოჩენას ისევ EFL-ზე ველოდით. იმ ვითარებაში, როცა გიორგი დიდი ხანია თამაშობს, სამშაბათს სასტარტოში გუნდის მესამე მეკარეს, ფრედერიკ ვუდმანს ელიან.

“ლივერპულის” სავარაუდო შემადგენლობა: ვუდმანი – რემსი, გომესი, ვან დაიკი, რობერტსონი – ენდო, მაკ ალისტერი – კიეზა, სობოსლაი, ნგუმოჰა – ეკიტიკე.

ესპანეთის თასის, კოპა დელ რეის 1/64-ფინალში “ვილიარეალი” ქვედალიგელ “სიუდად დე ლუსენას” ეწვევა – დღეს, 23:59 საათზე. ტურნირის ეს ფაზა დიდებულად დავიწყეთ – ლუკა გაგნიძემა და იური ტაბატაძემ 2-2 საგოლე პასი შეასრულეს.

დიდი ალბათობით, მარსელინო შემადგენლობას მნიშვნელოვნად გადაახალისებს და მიქაუტაძეს დასვენების საშუალება მიეცემა. მითუმეტეს, ამ კვირაში კიდევ ერთი ტური და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოჩოლეიშვილმა თასზე ბუდუს აჯობა

შენგელაის 28 წუთი, 11 ქულა და მოგება მილანთან