in

გოჩოლეიშვილმა თასზე ბუდუს აჯობა

გერმანიის თასის 1/16 ფინალში ერთმანეთს ქართველების გუნდები შეხვდნენ: გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ გასვლაზე ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ დაამარცხა – 1:0.

ტაიმის ბოლოს მასპინძლებს კაცი გაუგდეს და მეორე ნახევარში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ.

ბუდუ 72-ე წუთზე გავიდა, გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, რომელმაც წინა ორი მატჩი სახის ტრავმის გამო გამოტოვა.

შეფასებები:

გოჩოლეიშვილი: sofascore – 6.8, flashscore – 7.2.
ზივზივაძე: sofascore – 6.9, flashscore – 6.5.

ჰაიდენჰაიმი – ჰამბურგი 0:1
გოლი: გლატცელი (83, პენ)
გაძევება: ზირსლებენი (44, ჰაიდენჰაიმი)

ბუნდესლიგაში „ჰაიდენჰაიმი“ 1 ნოემბერს“ „აინტრახტს“ უმასპინძლებს, „ჰამბურგი“2 ნოემბერს სტუმრად „კიოლნს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლუკ გაგნიძემ და ტაბატაძემ ესპანეთში ორ-ორი ასისტი გააკეთეს

ათამაშაბენ თუ არა დღეს კვარას, მამარდას, ჟორჟს…