ესპანეთის ჩემპიონატს 2 ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს – 4-დან 4 გამარჯვების მქონე ვალენსია და ტენერიფე. ამ უკანასნელის ლიდერი გიორგი შერმადინია, რომელიც სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს. გასულ, მე-4 ტურის მატჩში შერმადინი ისევ გამოირჩა. მან თავისი გუნდის მორიგ, ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაში ტრადიციულად სოლიდური წილი დაიდო.
ტენერიფემ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ უნიკახას უმასპინძლა, რომლის დამარცხებაც არ გასჭირვებია – 95:79. მასპინძლებს მარსელო უერტასმა და გიორგი შერმადინმა ულიდერეს. ბრაზილიელმა თამაში 19 ქულით, 2 მოხსნითა და 6 პასით დაასრულა, ქართველმა კი 15 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შერმადინმა 6-იდან 5 ორქულიანი ჩააგდო და 5-ივე საჯარიმო ზუსტად ისროლა. შერმადინი, რომელსაც სარგებლიანობის კოეფიციენტი ყველაზე მაღალი ჰქონდა (22), მატჩის MVP-ად დასახელდა.
მაღალი ალბათობით, ტენერიფეს 36 წლის ქართველი ცენტრი ლიგა ენდესის ოქტომბრის MVP-ადაც დასახელდება, მისი გუნდი კი მომდევნო ტურში ბასკონიას ესტუმრება (2 ნოემბერს). მანამდე კი, 28 ოქტომბერს, შერმადინის გუნდს ჩემპიონთა ლიგაში გასვლაზე ბურსას ტოფაშთან ითამაშებს.



GIPHY App Key not set. Please check settings