IFFHS-მა გამოაქვეყნა 2025 წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოს ნომინანტთა სია.
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ დაასახელა 20 ფეხბურთელი, რომლებიც პრიზისთვის იბრძოლებენ. შედეგები 10 დეკემბრის შემდეგ გახდება ცნობილი. სასიხარულოა, რომ სიაშია ჩვენი გიორგი მამარდაშვილიც.
წლის მეკარის ნომინანტები არიან:
ბარტ ვერბრუგენი (ბრაიტონი), დავიდ რაია (არსენალი), დიოგო კოშტა (პორტო), ჯანლუიჯი დონარუმა (სიტი), გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული), გრეგორ კობელი (დორტმუნდი), იან ობლაკი (ატლეტიკო), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), ლუკას შევალიე (პსჟ), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), რობერტ სანჩესი (ჩელსი), ტიბო კურტუა (რეალი), უნაი სიმონი (ატლეტიკი), იან ზომერი (ინტერი), ალისონი (ლივერპული), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), იასინ ბუნუ (ალ-ჰილალი), ანდრე ონანა (ტრაბზონსპორი), ზიონ სუზუკი (პარმა), ლუის მალაგონ ველასკესი (ამერიკა).



GIPHY App Key not set. Please check settings