in ,

კლასიკოს მადრიდი მოიგებს: ილია თოფურია

UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ As-თან ინტერვიუში ახსნა, რატომ გულშემატკივრობს „რეალს“.

ფეხბურთის დიდი მოყვარული ხართ. ამ უქმეებზე ელ კლასიკო გაიმართება. თქვენი პროგნოზი.

ყოველთვის „რეალის“ ქომაგი ვიყავი. რაც არ უნდა მოხდეს. ჩემი პროგნოზი – გაიმარჯვებს „მადრიდი“.

საიდან მოდის ფეხბურთის და „რეალის“ მიმართ თქვენი სიყვარული?

ფეხბურთით ბავშვობიდანვე ვიყავი გატაცებული. ფეხბურთი აერთიანებს, ყოველთვის მიყვარდა და მუდამ „რეალის“ ფანი ვარ. არის ისეთი რამეები, რასაც თავად ირჩევ, არის ისეთიც, რაც თვითონ გირჩევს. ვფიქრობ, „რეალის“ გულშემატკივრებმა მე ამირჩიეს, რადგან ისინი ყოველთვის რაღაც უნიკალურს მძენდნენ, რასაც არცერთი სხვა გუნდი არ მძენდა.

მახსოვს, მათ თამაშს როგორ ვუყურებდი და ამაზე სერხიო რამოსთანაც კი ვსაუბრობდი. ის ყველზე მეტად მომწონდა, როდესაც პატარა ვიყავი, ყოველთვის მისი მაისური მეცვა, მასთან შეხვედრაზე ვოცნებობდი.

„რეალი“ ჩემთვის ყოველთვის განასახიერებდა მსგავს ფასეულობებს, როგორც ყველასთვის. დაბრკოლებების გადალახვა, რწმენა და ის ფაქტი, რომ რაც არ უნდა ძნელი იყოს, არასოდეს დანებდე. რომ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მიაღწიოთ უკეთეს შედეგს და შეგიძლიათ შეცვალოთ სიტუაცია. მე მუდამ მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული ამ ღირებულებებში და ყოველთვის მინდოდა მათი დაცვა.

„რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 26 ოქტომბერს გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაკრებში პოტენციალი არის, მწვრთნელი კარგად გვამზადებს და წარმატების იმედი მაქვს… დაჩი ლორთქიფანიძე

ახლა ოქროს ბურთის ფავორიტი კეინია