in

შენგელიას 13 ქულა, მაგრამ ბარსელონამ ჟალგირისთან წააგო

თორნიკე შენგელიას ბარსელონამ ევროლიგაში მარცხი განიცადა. კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე, უშანსოდ წააგეს კაუნასის ჟალგირისთან, რომელიც მეორე ნახევარში 25 ქულით იგებდა, საბოლოოდ კი 88:73 გაიმარჯვა.

შენგელია ჩვეულებისამებრ სასტარტო ხუთეულში იყო და 21:32 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 5 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა. თოკომ ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ხოელ პარას ჩამორჩა, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო.

ბარსელონას 3 მოგების წილ 3 წაგება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე დაქვეითდა. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 28 ოქტომბერს, ისევ შინ, იტალიურ მილანთან გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი, ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

ქართველები ევროტურნირებზე: კიტემ ძელს მოარტყა, მექვაბიშვილმა პასი გააკეთა