აუდიტორულმა კომპანია KPMG-მა ტოპ 8 ჩემპიონატის 8 კლუბის 2020/21 წლების ფინანსური წლის ფინანსური მაჩვენებლები გაანალიზა, რომელიც საფეხბურთო სეზონს ემთხვეოდა.
„მანჩესტერ სიტი“ ერთადერთი კლუბი გახდა, რომლის შემოსავლები უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე წინა სეზონში, ასევე უფრო მეტი, ვიდრე 2018/19 წლებში – პანდემიამდე ბოლო სეზონში. კლუბის შემოსავლებმა 644 მილიონი ევრო შეადგინა – ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპულ კლუბებს შორის.
„ბაიერნი“ ანგარიშში ნახსენებია ერთადერთ კლუბად, რიმელმაც აღნიშნულ პერიოდში მოგება ნახა – 1.8 მილიონი ევრო გადასახადების გადახდის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშის შედგენისას „სიტის“ შემოსავლების ან დანახარჯების შესახებ KPMG-ს მონაცემები არ ჰქონია, თუმცა „სიტიმ“ გუშინ ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა და 2.88 მლნ ევროს მოგების შესახებ აცნობა.
ყველაზე დიდი დანაკარგი აქვს „ინტერს“ – 245.6 მლნ ევრო.
„ატლეტიკოს“ წაგებამ ფინანსური წელიწადის განმავლობაში 111.7 მლნ ევრო შეადგინა. წინა სეზონში მადრიდელებმა 1.8 მლნ ევრო დაკარგეს. ასეთი გაუარესება პირველ რიგში უკავშირდება ტრანსფერებიდან შემოსავლების შემცირებას.
ანგარიშში ასევე შეისწავლეს „ლილის“, „აიაქსის“, „სპორტინგის“ და „ბეშიქთაშის“ ფინანსური შედეგები. ამ ოთხმა კლუბმა საანგარიშო პერიოდში დანაკარგი აჩვენა.
GIPHY App Key not set. Please check settings