in ,

დღეს ხვიჩა და ჟორჟი ლიგაზე ითამაშებენ

ჩემპიონთა ლიგა მესამე ტურით და კიდევ უფრო საინტერესო, დაძაბული მატჩებით ბრუნდება.

მოქმედმა გამარჯვებულმა პსჟ-მა ტურნირი მშვენივრად დაიწყო, ორი გამარჯვება აქვს და გადახალისებული შემადგენლობით “ბარსელონასაც” კი აჯობა. ლუის ენრიკეს გუნდი დღეს ლევერკუზენში, “ბაიერთან” ითამაშებს.

ხვიჩა კვარაცხელიამ პირველ ტურში “ატალანტას” გაუტანა, შემდეგ იძულებითი პაუზა ჰქონდა და ახლა შედეგიანას დაბრუნებას ველით.

ეს გუნდები ერთმანეთს 2014 წელს, პლეი-ოფში შეხვდნენ, პარიზელებმა დამაჯერებლად მოიგეს, კაპიტანი მარკინიოსი კი აქ იყო და გაიტანა, კიდეც.

პსჟ-ს გერმანიაში უჭირს, უკანასკნელი 10 შეხვედრიდან მხოლოდ ორში გაიმარჯვეს.

უსმან დემბელეს დაბრუნდა, მაგრამ სასტარტოში ჯერ ადრეა, მარკინიოსიც განაცხადშია, ფაბიან რუისს კი ლიგაზე 50-ე მატჩის ჩატარებას ხელს ტრავმა უშლის.

პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა
პსჟ: შევალიე – ჰაკიმი, ზაბარნი, პაჩო, მენდეში – ზაირ-ემერი, ვიტინია, დუე – კვარაცხელია, მაიულუ, ბარკოლა.

პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად თამაში ბოლო დროს უჭირს, “ესტადიო დე ლა კერამიკაზე” კი მათ დამარცხებას “ვილიარეალი” ეცდება.

გიორგი მიქაუტაძის გუნდს ჯერ მხოლოდ ერთი ქულა აქვს, “ტოტენჰემთან” წააგეს, “იუვენტუსთან” კი ქულა გადაარჩინეს.

მარმუში და ჩერკი მომჯობინდნენ და ისინი ტურნირზე პირველ წუთებს მიიღენენ. რაც შეეხებათ მასპინძლებს, გიორგი მიქაუტაძე, ვინც გასულ ტურში “იუვეს” კარი აიღო, მცირე ტრავმის შემდეგ სასტარტოს დაუბრუნდება და დონარუმას კარის აღებას ეცდება, ვისთანაც ფრანგული გამოცდილება გააჩნია.

სავარაუდო შემადგენლობები:

ვილიარეალი: ტენასი – მოურინიო, მარინი, ვეიგა, კარდონა – გეიე, პარეხო, კომესანა – პეპე, მიქაუტაძე, ბუკენანი;

სიტი: დონარუმა – ნუნიესი, სტოუნსი, გვარდიოლი, ო’რეილი – გონსალესი – ბობი, სილვა, ფოდენი, დოკუ – ჰოლანდი.

„ვილიარეალი“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს. მომავალი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა მარსელინიომ უპასუხა.

„რატომ არ ვათამაშე მიქაუტაძე „ბეტისთან“? მას შემდეგ, რაც ნაკრებიდან დისკომფორტით დაბრუნდა, როცა თურქეთთან დაპირისპირების შესვენებაზე შეცვალეს, სიფრთხილე გამოვიჩინეთ, რამეთუ არსებობდა საშიშროება უფრო სერიოზული ტრავმა მიეღო და გაცილებით დიდი ხნით გამოგვკლებოდა. ეს წინდახედული ნაბიჯი იყო, მაგრამ ახლა თავს კარგად გრძნობს, რაიმე პრობლემის შესახებ არაფერი ვიცი. ამიტომ მგონია, „სიტისთან“ ითამაშებს“, – ციტირებს მარსელინოს ElDesmarque.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სერია ა-ში დაჩი ლორთქიფანიძემ ითამაშა, ქართველების შეხვედრა ფრედ დასრულდა