in

კიტე საუკეთესოც არის და სიმბოლურშიც

ავსტრიის ჩემპიონატის მე-10 ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ სტუმრად „ლინცი“ 4:3 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა საგოლე პასიც გააკეთა, ხოლო 87-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

შტურმმა კიტეიშვილის გოლით მოიგო

Sofascore-მა კიტეიშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა.

მიმდინარე სეზონში კიტეიშვილმა 7 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, ჯამში კი 11 შეხვედრაში 10 გოლი დაუგროვდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრემიერლიგას არსენალი მოიგებს