ავსტრიის ჩემპიონატში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ სტუმრად „ლინცი“ დაამარცხა – 4:3. 84-ე წუთისთვის ანგარიში საყაიმო იყო. გადამწყვეტი ქართველი ფეხბურთელის გოლი აღმოჩნდა, რომელიც 87-ე წუთზე გაიტანა: საჯარიმოს კუთხიდან შორეულ ცხრიანში გაახვია ბურთი.
გარდა ამისა, კიტეს შესანიშნავი საგოლე პასით გავიდა “შტურმი” წინ 63-ე წუთზე.
შეფასებები: sofascore – 8.3, flashscore – 8.1.
კიტეიშვილის ანგარიშზე 7 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე პასია.

ბლაუს-ვაის ლინცი – შტურმი 3:4
გოლები: 0:1 ჩუკვუანი (8), 1:1 რონივალდო (17), 1:2 მალონე (63), 1:3 გრგლიჩი (73), 2:3 ვაისმანი (75), 3:3 ფოფანა (84), 3:4 კიტეიშვილი (87)
„შტურმმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, 21 ქულით ლიდერია (1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული) და შემდეგ მატჩს 23 ოქტომბერს, ევროპა ლიგაზე სტუმრად „სელტიკთან“ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings