ბუნდესლიგის მე-7 ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ შინ „ვერდერს“ დაუზავდა – 2:2.
ქართველი თავდამსხმელი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდა და მწვრთნელმა ის ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ბუდუ 79-ე წუთზე გავიდა. შეფასებები: whoscored – 6.8, sofascore – 6.6, flashscore – 6.5.

ჰაიდენჰაიმი – ვერდერი 2:2
გოლები: 0:1 გრიული (50), 1:1 შიმერი (67), 1:2 სტაგე (69), 2:2 ფარენბახი (83)
„ჰაიდენჰაიმი“ 4 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 25 ოქტომბერს სტუმრად „ჰოფენჰაიმს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings