in

შერმადინის 13 ქულა მურსიასთან და ტენერიფეს მესამე გამარჯვება

გიორგი შერმადინი და მისი ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატში უძლეველ სვლას განაგრძობენ. შერმადინი შედეგიანად თამაშობს, ტენერიფე კი იგებს. ლიგა ენდესას მე-3 ტურში ტენერიფელთა მეტოქე გახლდათ “მურსია”, რომელიც კუნძულელებმა ზედმეტი გართულებების გარეშე – 96:80 დაამარცხეს.

ტენერიფემ მეტოქეს ხელი პირველივე ნახევარში მოუთავა, რომელიც 15 ქულით მოიგო და მეორეში მოპოვებული უპირატესობა წარმატებით შეინარჩუნა, რაც შერმადინის დამსახურებაც გახლდათ. ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 22 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 18 შეადგინა, რაც 2-ით ნაკლებია მარსელინიო ჰუერტასის ანალოგიურ მაჩვენებელზე და 5-ით – როკას გედრაიტისისაზე.

3-დან 3 მოგებით ტენერიფე ცხრილის სათავეშია, თუმცა კონკურენტები ამ ტურის მატჩებს კვირას თამაშობენ და მასთან გათანაბრების შანსები 2-2 მოგების მქონე ვალენსიას, უნიკახასლეიდას და ხუვენტუდს აქვთ. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ, მე-4 ტურში, რომელიც 25 ოქტომბერს გაიმართება, ტენერიფე სწორედ უნიკახას უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არის რევანში: შავმა ლომმა ჩიტასი დაამარცხა

ზურიკო შეცვალეს, სენტ ეტიენმა წააგო