in

ხვიჩა შეცვლაზე შევიდა, პსჟ-მ ფრედ ითამაშა

საფრანგეთის ჩემპიონატში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ „სტრასბურგს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.

ლუის ენრიკენ ნაკრებებიდან დაბრუნებული რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა და კვარაცხელიაც სათადარიგოთა შორის აღმოჩნდა, რომელიც მოედანზე 61-ე წუთზე ბარკოლას ნაცვლად შევიდა, როდესაც პსჟ 2:3-ს აგებდა.

8 ტურის შემდეგ პსჟ-ს 17 ქულა აქვს და ლიდერია, რომელიც 1 ქულით სწორედ „სტრასბურს“ უსწრებს.

ხვიჩას შეეძლო გატანა ერთ ეპიზოდში, როცა ახლოდან თავურით ააცილა კარს. შემდეგ შორიდან სცადა კარის აღება, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.
შეფასებები: Flashscore – 6.8; Sofascore – 6.5; Whoscored – 6.5.

პსჟ – სტრასბურგი 3:3
გოლები: 1:0 ბარკოლა (6), 1:1 პანიჩელი (26), 1:2 მორეირა (42), 1:3 პანიჩელი (47), 2:3 რამუში (58, პენ), 3:3 მეილიუ (79)

მომდევნო მატჩს 21 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე, ლევერკუზენში „ბაიერთან“ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანეთთან თამაშის ბილეთები ორშაბათს გაიყიდება

არის რევანში: შავმა ლომმა ჩიტასი დაამარცხა