საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო საშინაო მატჩს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 15 ნოემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 20 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება.
გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40, 70 და 100 ლარია. თითოეულ თამაშზე ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელს და ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ პირველი იარუსის მე-10 სექტორზე არ დაიშვებიან ქართველი გულშემატკივრები.
GIPHY App Key not set. Please check settings