„ბეშიქთაში“ იანვარში მინიმუმ სამი ფეხბურთელის დამატებას აპირებს და კლუბის მთავარი სამიზნე საქართველოს ნაკრებისა და „სენტ-ეტიენის“ შემტევი ზურიკო დავითაშვილია, – იტყობინება Sporx-ი.
გამოცემის ცნობით, სტამბოლური გუნდი შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს, მარცხენა ფლანგზე ქრონიკული პრობლემის მოსაგვარებლად მწვრთნელმა სერგენ იალჩინმა 24 წლის დავითაშვილის დამატება მოითხოვა და თავად ქართველი მოუთმენლად ელის „შავ-თეთრებში“ გადასვლას.
აღნიშნულია, რომ კლუბის პრეზიდენტი სერდალ აიდალი ნაახალწლევს „სენტ-ეტიენს“ დაუკავშირდება და ზურიკოს ხელში ჩასაგდებად თანხას არ დაზოგავს, რამეთუ ის ეფექტური დრიბლინგით და ერთი ერთზე თამაშით გამორჩეულია.
დავითაშვილს „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში ლიგა 2-ის 8 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ღირებულება 9 მილიონი ევროა.
„ბეშიქთაში“ მიმდინარე სეზონში წარმატებულად ვერ ასპარეზობს, 8 ტურის შემდეგ (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) 13 ქულით მეექვსე ადგილზეა და ლიდერ „გალათასარაის“ 9 ქულით ჩამორჩება.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings