საქართველოს ნაკრებმა 2026 წლის მუნდიალის შესარჩევის შესაძლოა საკვანძო შეხვედრა სტუმრად თურქეთთან დიდი ანგარიშით წააგო – 1:4. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამერიკულ ოცნებას უნდა დავემშვიდობოთ – ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ წავა.
ესპანეთთან ძალიან უღიმღამო თამაში შემდეგ, მცირე იმედი მაინც რჩებოდა, რომ მთავარ კონკურენტთან უფრო დამუხტულად ვითამაშებდით, ვილი სანიოლმა შემადგენლობასა და ტაქტიკაშიც შეიტანა ცვლილება, მცველი მოხსნა და შემტევი დავითაშვილი დაამატა, მაგრამ ხეირი არც ამისგან გვქონია. მასპინძლებმა ნახევარ საათში მოითავეს საქმე და აჩვენეს, რომ ახლა ესპანეთის შემდეგ ადგილი სწორედ მათ ეკუთვნით.
კლასი ბევრ ჩვენს ფეხბურთელს აქვს, ბოლო-ბოლო გვყავს „ლივერპულის“ მეკარე (რომელმაც ამ შემთხვევაში ვერ აჩვენა საუკეთესო თამაში), გვყავს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, იმავე ლიგაზე მოთამაშე ესპანური გუნდის თავდამსხმელი, ბუნდესლიგელები და ა.შ. მაგრამ რაღაც არ გამოდის. ალბათ დადგა ის მომენტი, რომ კარგად გავაანალიზოთ რა ხდება, ხომ არ შეჩერდა პროგრესი, ხომ არ გავჩერდით ერთ ადგილზე, რატომ არ არის თამაში, მათ შორის თანამედროვე ფეხბურთისთვის დამახასიათებელი ელემენტარული რამ – გახსნა, სივრცის გამოთავისუფლება, გადაბმით ორი წესიერი პასი და მისთანები. იქნებ გაიცვითა ტაქტიკა, სიახლეა საჭირო და მარტო ნაკრებისთვის თავს გადავდებთ შეძახილები აღარ არის საკმარისი.
ერთ თუ ორ წაგებაში არ არის საქმე, ვერ თამაშობს გუნდი და იქნებ ამიტომაც არის საჭირო სიახლეები…
მსოფლიო თასი 2026. საკვალიფიკაციო მატჩი. E ჯგუფი
თურქეთი – საქართველო 4:1
გოლები: 1:0 ილდიზი (14. ბარდაკჩის პასით), 2:0 დემირალი (22. ჩალჰანოღლუს პასით), 3:0 აკგიუნი (35), 4:0 დემირალი (52. ჩალჰანოღლუს პასით), 4:1 ქოჩორაშვილი (64. კიტეიშვილის პასით)
თურქეთი: ჩაქირი – მიულდური, დემირალი, ბარდაკჩი, ელმალი – ჩალჰანოღლუ (77. იოზჯანი), იუქშეკი – აკგიუნი (68. ილმაზი), გიულერი (68. კოკჩუ), ილდიზი (83. კადიოღლუ) – აკთურქოღლუ (78. აიდინი)
საქართველო: მამარდაშვილი – კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი – ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (64. გაგნიძე), მექვაბიშვილი – დავითაშვილი (71. ლობჟანიძე), კვარაცხელია, მიქაუტაძე (46. ზივზივაძე)
სათადარიგოები: კერესელიძე, გუგეშაშვილი – დვალი, კაშია, გულიაშვილი, აზაროვი, მამუჩაშვილი, წიტაიშვილი, კვერნაძე
გაფრთხილება: აკთურქოღლუ (74), ქოჩორაშვილი (84)
GIPHY App Key not set. Please check settings