„ნაპოლის“ ყოფილამ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თავისი ყოფილი ფეხბურთელებისგან სიმბოლური ნაკრები შეადგინა და დიდად გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ხვიჩა კვარაცხელიაც არ დაივიწყა.
გავიხსენოთ, რომ სპალეტი „ნაპოლის“ გარდა „ემპოლის“, „სამპდორიას“, „ვენეციას“, „უდინეზეს“, „ანკონას“, „რომას“, „ზენიტის“, „ინტერის“ და იტალიის ნაკრების მწვრთნელი იყო.
მეკარე: ვოიცეხ შესნი (რომა)
მცველები: ჯოვანი დი ლორენცო, კალიდუ კულიბალი (ორივე ნაპოლი), კრისტიან კივუ (რომა), მარეკ იანკულოვსკი (უდინეზე)
ნახევარმცველები: დავიდ პისარო, დანიელე დე როსი, მოჰამედ სალაჰი, ფრანჩესკო ტოტი (ყველა რომა), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
თავდამსხმელი: ედინ ჯეკო (რომა)
GIPHY App Key not set. Please check settings