in

ეს უნდა მივიღოთ: ვილი სანიოლი თურქეთში განსხვავებულ თამაშს ელის

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის წინააღმდეგ გამართა. ელჩეში ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

ანგარიში 24-ე წუთზე იერემი პინომ გახსნა. 30-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილმა ფერან ტორესის მიერ შესრულებული 11-მეტრიანი მოიგერია. მატჩის საბოლოო ანგარიში მიკელ ოიარსაბალმა 64-ე წუთზე გატანილი გოლით დააფიქსირა.

საქართველოს ესპანეთთან არაფერი არ გამოუვიდა: კიდევ უფრო მაგრად უნდა წაგვეგო

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს ვილი სანიოლის გუნდი 14 ოქტომბერს, იზმითში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ვილი სანიოლი:
„შეგვიძლია ვცადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, მაგრამ როდესაც ესპანეთის ნაკრები ასეთ დონეზე თამაშობს, უშანსოდ ხარ – ეს უნდა მივიღოთ. კარგია, რომ ყვითელი ბარათების არ მივიღეთ. რამდენიმე ფეხბურთელს მომდევნო მატჩის გამოტოვება ემუქრებოდა და ვიცით, რომ თურქეთთან შეხვედრა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

პოზიტიური ადამიანი ვარ და ვფიქრობ, რომ სამ დღეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ფეხბურთელებთან ბევრს ვსაუბრობთ და მომდევნო შეხვედრაში მათი მხრიდან სრულიად განსხვავებულ თამაშს ველი. სამი დღე ძალების აღსადგენად საკმარისი არ არის, თუმცა თანამედროვე ფეხბურთი ასეა მოწყობილი – არასდროს გაქვს საკმარისი დრო. ფეხბურთელები მიჩვეულები არიან ასეთ გრაფიკს და ვეცდებით, რომ ძალები მაქსიმალურად აღვიდგინოთ.

ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს, რომ საუკეთესო პირობებით ვიმგზავროთ – ამჯერადაც ასე იქნება და მადლიერი ვარ. ვფიქრობ, ეს ძალისხმევა დადებით შედეგს გამოიღებს.“

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს ესპანეთთან არაფერი არ გამოუვიდა: კიდევ უფრო მაგრად უნდა წაგვეგო

მამარდას მაღალი, ხვიჩას დაბალი: რა დაუწერეს ჩვენებს