in

საქართველოს ესპანეთთან არაფერი არ გამოუვიდა: კიდევ უფრო მაგრად უნდა წაგვეგო

ქართველი ქომაგი იმედიანად იყო განწყობილი ესპანეთთან მატჩის წინ, რადგან მეტოქეს უამრავი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა იამალისა და როდრის თამადობით, მაგრამ ამას არანაირი შეღავათი არ მოუტანია – წავაგეთ 0:2, მაგრამ ვაღიაროთ, სარეკორდო ანგარიშითაც რომ წაგვეგო, არც ეს იქნებოდა გასაკვირი და ალოგიკური.

არ გამოგვივიდა არაფერი, ორი წუთითაც ვერ დავიჭირეთ ბურთი, ვერ დავარტყით კარში, ვერ გადავდიოდით იმათ მხარეს, საჯარიმომდე მისვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. თავის მხრივ არ გამოვიდა ცენტრში და დაცვაში თამაში. ცენტრი ესპანელებს ეჭირათ, ბურთს სწრაფად იბრუნებდნენ, შეტევებს ამოწეული მცველებიც კი იწყებდნენ. თან, ჭკვიანურ მცირე ჯარიმებს იღებდნენ ცენტრში, რომ ჩვენ (კონტრ)შეტევა სწრაფად არ წამოგვეწყო. შესაძლოა ამიტომაც არ გამოუვიდათ წინ ჩვენს ლიდერებს არაფერი სახეირო. აი ჩვენს დაცვას კი ბევრი საქმე ჰქონდა, რადგან მასპინძლები უამრავ მომენტს ქმნიდნენ. თითქოს ყველა გათამაშებიდან რაღაც ხიფათი იყო მოსალოდნელი.

ერთადერთი ჩვენსკენ იყო ფორტუნა – მამარდამ აიღო პენალტი, ბურთი ხვდებოდა ძელს, ესპანელები აცილებდნენ ხელსაყრელი სიტუაციებიდან და ამიტომაც დაფიქსირდა მისაღები შედეგი, მხოლოდ ორბურთიანი სხვაობა.

მსოფლიო თასი 2026. საკვალიფიკაციო მატჩი. E ჯგუფი

ესპანეთი -საქართველო 2:0
გოლები: 1:0 პინო (24. ლე ნორმანის პასით), 2:0 ოიარსაბალი (64)
გამოუყენებელი პენალტი: ფერან ტორესი (29. მეკარე)

ესპანეთი: სიმონი – პორო (75. ლიორენტე), ლე ნორმანი, კუბარსი, კუკურელია – მერინო, პედრი (74. ბარიოსი), სუბიმენდი (81. ალეიშ გარსია) – პინო (65. ბაენა), ფერან ტორესი, ოიარსაბალი (65. იგლესიასი)

საქართველო: მამარდაშვილი – კაკაბაძე (80. აზაროვი), გოგლიჩიძე, კაშია, დვალი, გოჩოლეიშვილი – ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (86. მამუჩაშვილი), კიტეიშვილი (69. გაგნიძე) – კვარაცხელია (69. დავითაშვილი), მიქაუტაძე (69. კვერნაძე)

სათადარიგოები: კერესელიძე, გუგეშაშვილი – ზივზივაძე, გულიაშვილი, ლობჟანიძე, წიტაიშვილი, გელაშვილი

გაფრთხილება: პორო (11)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: ილია თოფურია ესპანეთის ნაკრებს ესტუმრა და საქართველოსთან წარმატებები უსურვა

ეს უნდა მივიღოთ: ვილი სანიოლი თურქეთში განსხვავებულ თამაშს ელის