in

მამუმ ძირითადში დაიწყო, გოგამ 11 ქულა ჩააგდო

NBA-ის რეგულარული სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ და გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ მორიგი მატჩები გამართეს.

“ტორონტომ” “ბოსტონ სელტიქსი” დაამარცხა – 107:105. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება ბოლო წამებზე ჩაგდებული ორქულიანით შეძლეს.

მამუკელაშვილმა თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო, ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.

“ტორონტომ” პრესეზონზე მეორე გამარჯვება მოიპოვა, “რაპტორსი” მორიგ შეხვედრას 12 ოქტომბერს, “ვაშინგტონ ვიზარდსის” წინააღმდეგ გამართავს.

„ორლანდო მეჯიქმა“ სტუმრად დამაჯერებლად მოუგო „ფილადელფიას“ – 128:98. გოგა ბითაძემ მოედანზე 15 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე 11 ქულა 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო. ბითაძემ 7-დან 5 ორქულიანი და ერთი საჯარიმო გამოიყენა.

„ორლანდო“ 13 ოქტომბერს „მაიამის“ შეხვდება.

NBA-ის რეგულარული სეზონი 22 ოქტომბერს დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ისევ ფრე, ისევ 1:1 – ახალგაზრდულმა ლატვიაში ვერ მოიგო და მალტაზე მიდის

საქართველოს კარგი ფეხბურთელები ჰყავს და საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ