in

ისევ ფრე, ისევ 1:1 – ახალგაზრდულმა ლატვიაში ვერ მოიგო და მალტაზე მიდის

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რიგაში, რფს რიგას სტადიონზე, მასპინძელი ქვეყნის 21-წლამდელებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი ჩაატარა, რომელიც ფრედ – 1:1 დასრულდა.

პირველმა 45 წუთმა, რომელიც ჩვენი სათამაშო უპირატესობის ფონზე წარიმართა, უგოლოდ ჩაიარა. ხოლო მეორე ტაიმის 59-ე წუთზე, მეკარის საჯარიმოში შექმნილი სახიფათო მდგომარეობით მასპინძელთა შემტევმა – გლებს პატიკამ ისრაგებლა და ანგარიში გახსნა – 1:0.

გაშვებული გოლიდან 3 წუთში, ახალგაზრდული თამაშში დაბრუნდა – მოედანზე ახლად შემოსულმა ლუკა პარკაძემ, რომელიც სანაკრებო ფეხბურთს დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, კუთხური მოიპოვა, ხოლო მის ჩამოწოდებულზე საჯარიმოში, ლუკა წულუკიძემ თავით კარგად ითამაშა და შორეულ კუთხესთან, ბურთს ლოკომოტივის ახალგაზრდა მცველი – დავით ბუკია ზუსტად დახვდა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

U21. ევრო 2027. საკვალიფიკაციო მატჩი

ლატვია 1:1 საქართველო
10.10. რიგა. “სპორტა პარსკი”. 312 მაყურებელი
გოლები: 1:0 პატიკა (59), 1:1 ბუკია (62. წულუკიძის პასით)

საქართველო: მაქაცარია – ბუკია, ნარიმანიძე, ლაცაბიძე, ხარებაშვილი – ბასილაძე (46. გ. ტაბატაძე), ეგოიანი, ლორთქიფანიძე (59. პარკაძე) – დადიანი, წულუკიძე (79. ოდიკაძე) – გოცირიძე (59. დეისაძე)
გაფრთხილება: ბასილაძე (37), ხარებაშვილი (86)

F ჯგუფი
გერმანია – საბერძნეთი 2:3
ჩრდ. ირლანდია – მალტა 2:0

სამშაბათი, 14 ოქტომბერი
ლატვია – საბერძნეთი
ჩრდ. ირლანდია – გერმანია
მალტა – საქართველო

საქართველოს ორი მატჩიდან 2 ქულა აქვს და ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით 1:1 ითამაშა.
ჩვენი გუნდი, შესარჩევი ციკლის მომდევნო მატჩს ისევ გასვლაზე, 14 ოქტომბერს, მალტის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრას ტა ქალის “ცენტენარი სტედიუმი” უმასპინძლებს და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ექვსგუნდიანი ჯგუფიდან პირველადგილოსანი გადის, ხოლო მეორე ადგილზე გასული ასპარეზობას პლეი ოფში გააგრძელებს. საქართველოს, ლატვიისა და მალტის გარდა, F ჯგუფში საბერძნეთი, გერმანია და ჩრდილოეთ ირლანდია გამოდიან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

 თითოეულ მოთამაშეს საუკეთესო დღე უნდა ჰქონდეს

მამუმ ძირითადში დაიწყო, გოგამ 11 ქულა ჩააგდო