in

მანე: მიუნხენელმა ბავშვებმა განსაკუთრებული მოტივაცია მომცეს

ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი გარიგება სადიო მანეს „ლივერპულიდან“ „ბაიერნში“ გადაბარგება  იყო. შესაძლოა, ეს დიდ ფულში არ ითარგმნა, თუმცა მანეს ვარსკვლავურმა სტატუსმა ნამდვილად განაპირობა.

სტარტიც ჩინებული გამოდგა. გერმანიის სუპერთასის ფინალში, „ლაიფციგის“ წინააღმდეგ 5:3 გამარჯვება და მანეს სადებიუტო გოლი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სხვა რამ აღმოჩნდა.

„ვარჯიშზე შევნიშნე, რომ ბავშვები ხეზე აძრომასა და ჩემთვის თბილი სიტყვების თქმას ლამობდნენ. ამაზე დიდი ემოციური მუხტი არ არსებოს. მე მათ დიდი სიყვარული მანახეს და მზად ვარ საპასუხოდ ბევრი გოლი და დასამახსოვრებელი ემოციები დავუბრუნო“

მანეს კეთილგონიერების შესახებ გეცოდინებათ. არანაირი ძვირფასი მანქანები, ვილები და ბოლო მოდელის ტელეფონები. არა, მანეს „ეფლის“ წარმოებული აიფონ 7 ეჭირა, რომელც დაიმტვრა და ეს ჟურნალისტებს არ გამოჰპარვიათ. მანე, რომელსაც 1 დღის ხელფასით მინიმუმ 100 აიფონ 13 პრო მაქსის ყიდვა შეუძლია, თუმცა მისი ინტერესის სფერო სხვაგვარია: „რაში მჭირდება ძვირფასი ნივთები, როდესაც სენეგალში ხალხი შიმშილობს“. დიახ, მანე შემოსავლის დიდ ნაწილს თავისი მშობლიური რაიონის განვითარებას ახარჯავს.

საინტერესოა, ვინ იყვნენ მისი კერპები, როდესაც ფეხბურთელობაზე ოცნებობდა: „რონალდინიო და ელ ჰაჯი დიუფი. რონალდინიოს კლასი მაოცებდა, ხოლო დიუფი გამორჩეული სენეგალელი იყო და ის ჩემი კერპი იყო. მახსოვს, დედამ მისი მაისური მიყიდა, ხოლო როდესაც გავიზარდე რონალდინიოს მაისური თავად შევიძინე. სამსახურში გვიანობადმე ვრჩებოდი, რათა დამატებითი შემოსავალი მქონოდა და ასე შევიძინე რონალდინიოს მაისური“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდოს ყველაზე ხშირად აყენებდნენ შეურაცხყოფას: მთელი მანჩესტერი გალანძღულია

პოგბა ოპერაციას გადაურჩა