ტრავმით გამოწვეული ერთმატჩიანი პაუზის შემდეგ ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენს“ დაუბრუნდა. ლიგა 2-ში, „რეიმსთან“ მატჩში სათადარიგო იყო და მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა. ჰქონდა კარგი საგოლე შანსი, როცა ფლანგური პასის შემდეგ ბურთს შეუჩერებლივ გზავნიდა კარში, მაგრამ დაუცველ კუთხეში მდგომ მცველს მოარტყა. შეფასება – 5.9.
ქართველის გუნდი გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია.
სენტ ეტიენი – რეიმსი 3:2
გოლები: 1:0 სტასენი (27), 1:1 ტეუმა (43, პენ), 2:1 სტასენი (45), 3:1 მლადინოვიჩი (49), 3:2 ტეუმა (69)
ტაბატაძე პირველზეა, მეცის ქართველები ბოლოზე, სიგუას დებიუტი ჰქონდა – ლეგიონერები
პოლონეთის ჩემპიონატში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ „კატოვიცეს“ ესტუმრა და 3:0 აჯობა. ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა და კარგი შეფასებაც მიიღო – 7.2.
სანდრო კალანდაძის პლოცკის „ვისლა“ შინ „იაგელონიას“ შეხვდა და ბოლოსკენ გაშვებული გოლით დამარცხდა (0:1). ქართველი მცველი მოედანზე შეცვლაზე მიწურულს შევიდა, 84-ე წუთზე.
სერია B-ში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ საკუთარ სტადიონზე „სუდტიროლს“ უმასპინძლა და ქულას დასჯერდა – 2:2. ქართველმა ფორვარდმა 69 წუთი ითამაშა. შეფასება 7.1.
ანზორ მექვაბიშვილი რუმინეთის ჩემპიონატში „უნივერსიტატეას“ ფორმით 82-ე წუთზე გამოჩნდა. ქართველი ნახევარმცველის გუნდი „ოცელულს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.
სლოვაკეთის ჩემპიონატში გურამ კაშიას „სლოვანმა“ ცოტნე კაპანაძის და გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მოუგო. კაშიამ და კაპანაძემ შეუცვლელად ითამაშეს, გაგუა კი მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა.
გიორგი გულიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა „სარაევოში“, რომელმაც ბოსნიის ჩემპიონატში მოსტარის „ველეჟს“ შინ 2:0 სძლია.
ივა გელაშვილმა შეუცვლელად ითამაშა „პანსერაიკოსის“ შემადგენლობაში, რომელიც საბერძნეთის სუპერლიგაში შინ „ატრომიტოსს“ დაუზავდა – 1:1.
ირაკლი ეგოიანი ერთ-ერთი საუკეთესო იყო „ექსელსიორის“ შემადგენლობაში, რომელმაც ნიდერლანდების ჩემპიონატის გასვლით შეხვედრაში „ვოლენდამი“ დაამარცხა – 2:1. ქართველმა ნახევარმცველმა მაღალი შეფასება მიიღო – 7.5.
ჩინეთის სუპერლიგაში ვაკო ყაზაიშვილის „შანდუნი“ „ქინგდაოს“ ესტუმრა – 2:2. დასრულდა ქართველი შემტევის გოლების შთამბეჭდავი სერია, ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა, არადა 7 შეხვედრა მოედანს უგოლოდ არ ტოვებდა.
სერია А-ს მე-4 ტურში „უდინეზე“ სახლში „მილანთან“ 0:3 დამარცხდა.
საბა გოგლიჩიძე სათადარიგო იყო.
ასევე კვლავ თადარიგში იყო გიორგი მამარდაშვილი, რომლის „ლივერპულმა“ დერბიში „ევერტონს“ უმასპინძლა და მოუგო – 2:1.
სათადარიგოთა სკამზე დარჩა კიდვე ერთი ჩვენი მეკარე. საბერძნეთის სუპერლიგაში ლუკა გუგეშაშვილის სალონიკის პაოკი „პანეტოლიკოსს“ დაუზავდა 0:0.
GIPHY App Key not set. Please check settings