საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონი კალენდარი დაამტკიცა.
მომავალი გათამაშება სტარტს 26 თებერვალს აიღებს და ტურნირის გახსნითი შეხვედრა ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის “დინამო” მიიღებს. გია გეგუჩაძის გუნდი უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში დაბრუნებულ ბოლნისის “სიონს” შეხვდება.. ამ დღესზვე ითამაშებს ეროვნულ ლიგაში 10 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული “გაგრა”, რომელიც “თენგიზ ბურჯანაძეზე” გორის “დილას” დაუპირისპირდება.
კვირას, 27 თებერვალს, “საბურთალო”-“სამგურალს დაუპირისპირდება. თბილისის “დინამო”-“ყორპედოს” შეხვდება. პირველ ტურს “ლოკომოტივისა” და “თელავის” შეხვედრა დაასრულებს.
ეროვნული ლიგის სრული კალენდარი ნახეთ აქ
გეტყვით იმასაც, რომ საქართველოში საფეხბურთო სეზონი 20 თებერვალს სუპერთასის მატჩით გაიხსნება, რომელშიც ერთმანეთს ბათუმის “დინამო” “საბურთალოს” დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings