in

მინდა, რომ დამივიწყონ: გვარდიოლას ფეხბურთის თამაში ნეიმართან უნდა, ღვინის დალევა კლოპთან

პეპ გვარდიოლამ ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა და ის ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც თამაშს ისურვებდა.

რომელია ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში, რომელიც მწვრთნელის რანგში მოიგეთ?

მეორე ჩემპიონთა ლიგა „ბარსელონასთან“ ერთად „იუნაიტედის“ წინააღმდეგ „უემბლიზე“.

დაასახელეთ ერთი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც თამაში გსურდათ, მაგრამ არასდროს გითამაშიათ?

კარგი კითხვაა… ნეიმარი.

როგორი გსურთ, რომ ფეხბურთში დაგიმახსოვრონ?

არა, არ მინდა, რომ დამიმახსოვრონ. მინდა, რომ დამივიწყონ.

ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი?

ბევრია, მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონი, ალბათ, საუკეთესო იყო ტიტულების მხრივ.

ფეხბურთის გარდა, რომელია თქვენი საყვარელი სპორტი?

გოლფი.

რომელ მწვრთნელტან ისურვებდით ბოთლი ღვინის გაზიარებას?

იურგენ კლოპი, რადგან იოჰან კრუიფთან ერთად ეს ძალიან ბევრჯერ გამიკეთებია.

როდესაც მატჩს გულშემატკივრის რანგში უყურებთ, რას ამჩნევთ პირველ რიგში, რასაც უმეტესობა ვერ შეამჩნევს?

სქემა, განლაგება და განსაკუთრებით ინდივიდუალური უნარები, ეს მიყვარს.

ფეხბურთში საუკეთესო ტროფეი რომელია?

მგონი მსოფლიო ჩემპიონატი.

რამეს აგროვებთ?

არა. მიყვარს სახლში ღვინოების, წიგნების ქონა, მაგრამ არა… ავსტრალიაში კონკრეტული ღვინის საყიდლად არ დავდივარ, ამას არ ვაკეთებ.

გჯერათ, რომ თქვენი სისტემა მოთამაშეებთან უნდა იყოს ადაპტირებული თუ მოთამაშეებს აიძულებთ თქვენს სისტემას მოერგონ?

ორივე, ერთი მეორის გარეშე ვერ იარსებებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სულ სხვა ქარია თემურთან ერთად: ქეცბაიამ ანორთოსისში განსხვავებული ატმოსფერო შემოიტანა

ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია