საფრანგეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა“ „ანჟეს“ უმასპინძლა და ქულა აიღო – 1:1.
წიტაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, რომელიც 72-ე წუთზე აბუაშვილმა შეცვალა.
მეცი – ანჟე 1:1
გოლები: 1:0 გბამენი (14), 1:1 აბდელი (90, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: დიალო (64, მეცი)
„მეცმა“ კი სეზონში პირველი ქულა მოიპოვა, მაგრამ კვლავ ბოლო, მე-18 ადგილზეა. 21 სექტემბერს „მონაკოს“ ესტუმრება.

სერია A-ს მე-3 ტურში „უდინეზემ“ გასვლაზე „პიზას“ 1:0 მოუგო.
სტუმართა გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე 75-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
„უდინეზე“ 7 ქულით მე-3 ადგილზეა და 20 სექტემბერს „მილანს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings