ლუკა ლოჩოშვილი საუკეთესო იყო „ნიურნბერგის“ შემადგენლობაში, რომელიც მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთი ლიდერ „კარლსრუეს“ ესტუმრა და ისევ დამარცხდა – 1:2.
ლოჩოშვილმა სრულად ითამაშა. ბოლო წამებზე შეტევაში წავიდა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ მასპინძლები მეკარემ გადაარჩინა.
ლოჩოშვილმა ანალიტიკური საიტებისგან თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო:
whoscored – 7.9, flashscore – 7.7. sofascore – 7.4.
კარლსრუე – ნიურნბერგი 2:1
გოლები: 1:0 შლეიზენერი (44), 1:1 კუდოსუ (45+4), 2:1 ვანიტცეკი (75)
5 ტურის შემდეგ „ნიურნბერგი“ 1 ქულით ბოლო ადგილზე დარჩა და 20 სექტემბერს „ბოხუმს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings