ბუდუ ზივზივაძე ვერ მოიქცა კარგად ბუნდესლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში, რომელშიც მისი „ჰაიდენჰაიმი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ მასპინძლობდა და კაცნაკლულმა წააგო – 0:2.
ქართველი ფეხბურთელი მოედნიდან მალევე გააძევეს, 22-ე წუთზე მეტოქესთან უხეშობისთვის. ბუდუ სტუმართა ნახევარმცველ ფელიქს ნმეჩას ბურთზე ბრძოლაში ეუხეშა, რაც ძალიან განიცადა.
აღსანიშნავია, რომ ბუდუს პირველი წითელი ბარათია კარიერაში.

ჰაიდენჰაიმი – დორტმუნდი 0:2
გოლები: 0:1 გირასი (34), 0:2 ბაიერი (45+6)
გაძევება: ზივზივაძე (22)
„ჰაიდენჰაიმი“ ისევ უქულოდაა და 20 სექტემბერს სტუმრად „ჰამბურგს“ შეხვდება, რომლის ქართველი მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი ორი ყვითლის გამო წინა შეხვედრაში გააგდეს და ამ ტურში „ბაიერნთან“ მატჩი გამოტოვა (0:5).
GIPHY App Key not set. Please check settings