in

მიქაუტაძის დებიუტი ესპანეთში კარგი ვერ გამოვიდა

გიორგი მიქაუტაძემ პირველი მატჩი ითამაშა ესპანეთის ჩემპიონატში. დებიუტი წარმატებული ვერ გამოვიდა: მისი „ვილიარეალი“ სტუმრად „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა – 0:2.

„მეტროპოლიტანოზე“ გამართულ სადებიუტო შეხვედრაში ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს.

ჩვენიანს თამაში დიდად არ გამოუვიდა, რაც გასაკვირი ალბათ არც არის, რადგან ახალ გუნდთან შეუთამაშებელია, თან დებიუტისთვის მეტოქეც ძალიან ძლიერი შეხვდა.

Flashscore-მა მიქაუტაძეს 6.0 დაუწერა.

მიქაუტაძე გიორგი დემეტრაძის, შოთა არველაძის, გიორგი ქოჩორაშვილისა და გიორგი მამარდაშვილის შემდეგ მეხუთე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის ლა ლიგაში ითამაშა.

ატლეტიკო – ვილიარეალი 2:0
გოლები: 1:0 ბარიოსი (9), 2:0 გონსალესი (52)

„ვილიარეალი“ ამ მომენტისთვის 7 ქულით მე-4 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 16 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, ლონდონში „ტოტენჰემთან“ გამართავს. ხოლო ჩემპიონატის შემდეგი თამაში შინ უწევს, 20 სექტემბერს „ოსასუნასთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

როგორ ვიყიდოთ საქართველოს ნაკრების გასვლით მატჩებზე ბილეთები

ბუდუ ცუდად მოიქცა და გააგდეს