Opta-ს მონაცემებით, 2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი „ლივერპულია“.
Opta-ს სუპერკომპიუტერზე ჩატარებული 10 000 სიმულაციის შედეგების მიხედვით, არნე სლოტის გუნდს ტურნირის მოგების ყველაზე მაღალი შანსი აქვს – 20.4%.
„ლივერპულის“ შემდეგ მოდის „არსენალი“ – 16%, ხოლო სამეულში ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული პსჟ (12.1%) მოხვდა.
ათეულში ასევე შევიდნენ: „მანჩესტერ სიტი“ (8.4%), „ბარსელონა“ (8.4%), „ჩელსი“ (7%), „რეალი“ (5.8%), „ბაიერნი“ (4.3%), „ინტერი“ (3%), „ნიუკასლი“ (3%).
რეიტინგის მეორე ნაწილში, რომელიც 20 გუნდისგან შედგება (საერთო ეტაპზე 36 კლუბი თამაშობს), შედიან: „ბენფიკა“ (1.7%), „ნაპოლი“ (1.4%), „ტოტენჰემი“ (1.1%), „ბორუსია“ (0.9%), „ბრიუგე“ (0.9%), „სპორტინგი“ (0.8%), „ბაიერი“ (0.7%), „ატლეტიკო“ (0.6%), „იუვენტუსი“ (0.6%) და „ატალანტა“ (0.6%).
GIPHY App Key not set. Please check settings