in ,

პრემიერლიგას ისევ ლივერპული მოიგებს

CIES-ის მონაცემებით, “ლივერპულს” პრემიერლიგის მოგების ყველაზე დიდი შანსი აქვს.

ინგლისის ჩემპიონატში სხვადასხვა გუნდის გამარჯვების ალბათობის შესაფასებლად, საერთაშორისო კვლევების სპორტულმა ცენტრმა გამოიყენა სპეციალური მოდელი, რომელიც ითვალისწინებს „სპორტულ ცვლადებს“ (მოწინააღმდეგის მოედნის ნახევარზე პასების მონაცემები), „ეკონომიკურ ცვლადებს“ (ტრანსფერების გადახდები) და „დემოგრაფიულ ცვლადებს“ (მოთამაშეების მიერ გასულ სეზონში მოედანზე გატარებული წუთები და მათი მატჩების სპორტული დონე).

“ლივერპული” პრემიერლიგაში ფავორიტად დასახელდა. მოქმედი ჩემპიონის გამარჯვების ალბათობა 28.9%-ია.
მეორე ადგილზეა “არსენალი” (18.8%), მესამეზე – “ჩელსი” (16.2%), მეოთხეზე – “მანჩესტერ სიტი” (14.4%), მეხუთეზე – “ნოტინგემ ფორესტი” (7.9%), მეექვსეზე – “ნიუკასლი” (5.8%), მეშვიდეზე – “ასტონ ვილა” (3.2%), ხოლო მერვეზე – “მანჩესტერ იუნაიტედი” (2.6%).

დარჩენილი კლუბების შანსები 1%-ს არ აღემატება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახალმა ახალგაზრდულმა ევროპა ქულით დაიწყო: მწვრთნელს ხასიათი და ლიდერი უნდა

კომპიუტერმა გამოთვალა: ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ლივერპულია