ევროპის ჩემპიონატის ახალი შესარჩევი ციკლი საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყო და ვერ მოიგო – 1:1.
საინტერესო იყო რამდენად შეძლებდა რამაზ სვანაძის ახალი ფორმაციის გუნდი თავის გამოჩენას მცირე შეკრებისა დაშეუთამაშებლობის ფონზე.
შეხვედრა ჩვენმა ახალმა გუნდმა კარგად დაიწყო და უკვე მე-7 წუთზე გახსნა ანგარიში. სტუმართა საჯარიმოში შექმნილ ქაოტურ სიტუაციაში ლუკა ლაცაბიძისგან მიღებულ ბურთს გაბრიელ სიგუამ კარისკენ შეუცვალა მიმართულება.
მეორე ნახევარში ჩრდილოეთ ირლანდია გააქტიურდა და ანგარიშის გათანაბრებას შანსები ჰქონდა, მიზანს კი 66-ე წუთზე მიაღწია.
თამაშის გამოსასწორებლად, რამაზ სვანაძემ ერთდროულად სამი მოთამაშე შეცვლა და მოედანზე ჟორჟე ქარსელაძე, ნიკოლოზ დადიანი და საბა გეგიაძე შეუშვა.
თამაში მართლაც გამოსწორდა, ტემპი გაიზარდა და ჩრდილოირლანდიელთა კართან სახიფათო მომენტებიც შეიქმნა.
თუმცა ბოლოს აქეთაც მაგრად გადავრჩით.
U21. ევრო 2025. საკვალიფიკაციო მატჩი. E ჯგუფი
საქართველო – ჩრდ. ირლანდია 1:1
09.09. ქუთაისი. რამაზ შენგელია არენა. 4 163 მაყურებელი
გოლები: 1:0 სიგუა (7. ლაცაბიძის პასით), 1:1 ორი (66)
საქართველო: მაქაცარია – ბუკია (74. ქარსელაძე), ლაცაბიძე, ნარიმანიძე, ხარებაშვილი – ლორთქიფანიძე (74. გეგია) – გ. ტაბატაძე (55. ბასილაძე), სიგუა (90+2. გოცირიძე), ეგოიანი, წულუკიძე (74. დადიანი) – დეისაძე
მატჩის შემდეგ რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა:
„გვექმნებოდა პრობლემები, რადგან ეს ჩვენი პირველი შეკრება იყო და ვეცნობოდით მოთამაშეებს. ვცდილობდით, სწრაფად შეგვეთამაშებინა გუნდი. დეტალების განხილვას არ ვაპირებ, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი ნათელი იყო იქიდან გამომდინარე, რაც უკვე ვთქვი.
პრეტენზიები მქონდა ხასიათთან დაკავშირებით, მოედანზე ლიდერი უნდა გამოჩნდეს. ამ კუთხით, და ზოგადადაც, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. თუმცა გვაქვს ამბიცია, შევკრათ გუნდი, რომელიც ნებისმიერ მეტოქეს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს“.

ჩვენი ჯგუფის სხვა მატჩები:
მალტა-საბერძნეთი 0:5
გერმანია-ლატვია 5:0
10 ოქტომბერი
ლატვია-საქართველო
14 ოქტომბერი
მალტა-საქართველო

GIPHY App Key not set. Please check settings