in

ტაბატაძე კადისს მხსნელად მოევლინა

„იური ტაბატაძე „კადისში“ ისტორიას წერს“, – ასე გამოეხმაურა ესპანური გამოცემა Diario De Cadiz-i ლა ლიგა 2-ში იური ტაბატაძის შესანიშნავ დებიუტს, რომელმაც ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა და როგორც აღმოჩნდა, ამ მაჩვენებლით გუნდის საუკეთესო დებიუტანტების სიაში ჩაეწერა.

„ქართველი გარემარბი „კადისს“ მხსნელად მოევლინა. ბევრისთვის „შემთხვევით შენაძენად“ წოდებულ იური ტაბატაძეს თავის გამოსავლენად დიდი დრო არ დასჭირვებია – ის ყურადღებას გოლებით იპყრობს. ორივე ფეხით კარგად ურტყამს და მისი დარტყმის შემდეგ ბურთი „რაკეტასავით“ სწრაფად მიქრის.

ტაბატაძე „კადისს“ უმოკლეს დროში შეეწყო. მისი სტატისტიკა ძალიან შთამბეჭდავია. „ალბასეტეს“ წინააღმდეგ სადებიუტო თამაშში მოედანზე 86-ე წუთზე შევიდა და გამარჯვების გოლი 92-ე წუთზე გაიტანა. ბოლო ტურში სან სებასტიანში „სოსიედად B“-ს წინააღმდეგ „კადისი“ სეზონში პირველ წაგებასთან ახლოს იყო, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა, ორი დარტყმით მატჩის მიმდინარეობა შეცვალა და ანგარიში 3:3 გახადა. ქართველი ფეხბურთელი თვითკრიტიკულია და ამბობს, რომ გაუმჯობესება სჭირდება: „ჩემი თამაშით კმაყოფილი მაინც არ ვარ, შემდეგი შეხვედრა უკეთესად უნდა ჩავატარო“.

ტაბატაძე პირველივე მატჩებიდან გუნდის საკვანძო მოთამაშე გახდა. დიდხანს არ თამაშობს, მაგრამ უკვე გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. ის მეექვსე ფეხბურთელია, რომელმაც „ყვითლების“ რიგებში პირველ ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა და პირველია, ვინც ეს 21-ე საუკუნეში შეძლო“, – წერს გამოცემა Diario De Cadiz-ი.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დიდი ინტერესით ველოდებით თამაშს: დღეს ახალგაზრდული ევროპას იწყებს

ნეტა იცოდნენ ქართველებმა რამხელა სიყვარული გაქვს, რამდენად შეგიძლია თავდადება – რას წერს თორნიკე შენგელიას მეუღლე