in

დიდი ინტერესით ველოდებით თამაშს: დღეს ახალგაზრდული ევროპას იწყებს

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), quality = 81

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლს 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს. ახალგაზრდული, ბრიტანელებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

რამაზ სვანაძის გუნდი, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე – ჩრდილოეთ ირლანდიის, მალტის, ლატვიის, საბერძნეთის და გერმანიის 21-წლამდე ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს.
ახალგაზრდულმა ნაკრებმა წყალტუბოში მატჩისწინა ვარჯიში გამართა, მანამდე კი ჟურნალისტების კითხვებს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ და მოთამაშემ გაბრიელ სიგუამ უპასუხეს.

რამაზ სვანაძე:
„დიდი ინტერესით ველოდებით შეხვედრას, გვაინტერესებს, როგორ წარმოაჩენს თავს ახალი თაობა. ძალიან ნაყოფიერი შეკრება გვქონდა. დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო უკეთ გავუგებთ ერთმანეთს. ჩრდილოეთ ირლანდიასთან ახალი ფორმაციის გუნდის პირველი თამაშია. შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა, მოვიდა ახალი თაობა, რომელსაც გუნდის ხასიათსა და მენტალობასთან მოსარგებად დრო სჭირდება“.

„დიდი ინტერესით ველოდებით შეხვედრას, გვაინტერესებს, როგორ წარმოაჩენს თავს ახალი თაობა. ძალიან ნაყოფიერი შეკრება გვქონდა. დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო უკეთ გავუგებთ ერთმანეთს. ჩრდილოეთ ირლანდიასთან ოფიციალური მატჩია და ჩვენთვის შედეგი მნიშვნელოვანია.

ჩრდილოეთ ირლანდიასთან ახალი ფორმაციის გუნდის პირველი თამაშია. შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა, მოვიდა ახალი თაობა, რომელსაც გუნდის ხასიათთან და მენტალობასთან მოსარგებად დრო სჭირდება”.

გაბრიელ სიგუა:
„ფეხბურთელები ჯერ გაცნობის პროცესში ვართ. ამ ერთ კვირაში, ძირითადად, ტაქტიკაზე ვიმუშავეთ და ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მაქსიმალურად მოვემზადეთ.
გულშემატკივარი ახალგაზრდული ნაკრებისგან ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მიეჩვია და, ბუნებრივია, ახლა ჩვენ მიმართ მოლოდინიც დიდია. მაქსიმალურად ვეცდებით, ეს ისტორია გავაგრძელოთ და ევროპის ჩემპიონატზე ისევ გავიდეთ“.

U21 | შემადგენლობა
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), რევაზ კურტანიძე (იბერია 1999).

მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), მათე შათირიშვილი (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია).

ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), გია ნადარეიშვილი (გაგრა), ირაკლი იეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), გიორგი ხარებავა (კოლხეთი ფოთი 1913), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი).

თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა ნეცეჩა, პოლონეთი), საბა გეგიაძე (სპაერი), დავით გოცირიძე (გაგრა).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიო ჩემპიონატზე ბილეთების ფასი 60-დან 6 730 დოლარამდეა

ტაბატაძე კადისს მხსნელად მოევლინა