2025 წლის ზაფხულში ტრანსფერების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.
ფიფას ცნობით, მამაკაცთა ფეხბურთში 1 ივნისიდან 2 სექტემბრამდე თითქმის 12 000 ტრანსფერი განხორციელდა, ხოლო ქალთა ფეხბურთში 1 100-ზე მეტი.
ტრანსფერებზე დახარჯული თანხა 9.76 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა – ეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თანხა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით გაიზარდა. ხარჯებით პირველი ადგილი ინგლისმა დაიკავა – 3 მილიარდ დოლარზე მეტი. ასევე, ინგლისური კლუბები – პორტუგალიურ და ბრაზილიურ კლუბებთან ერთად – ყველაზე აქტიურები იყვნენ შემომავალი ტრანსფერების რაოდენობით.
GIPHY App Key not set. Please check settings