საქართველომ 2026 წლის მუნდიალის პირველი მატჩი შინ შესაძლოა მთავარ კონკურენტ თურქეთთან წააგო. სტუმრები კომფორტულად იგებდნენ, თუმცა ბოლოს ნერვიულობა მოუწიათ: კაცი გაუგდეს და ორი გოლიც გაუშვეს, თუმცა სამი ქულა მაინც წაიღეს.
თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო ორ მატჩს შორის, ეს უფრო რთული და დაძაბული იყო.
„რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი? ყველაზე კრიტიკული იყო მომენტი, როცა ჩვენმა მოთამაშემ წითელი ბარათი მიიღო. მანამდე უპირატესობა გვქონდა. ამის შემდეგ ვითარება შეიცვალა და ინიციატივა დავკარგეთ.
ველოდი თუ არა საქართველოს 4 მცველით თამაშს? წინა თამაშებიდან გამომდინარე ზუსტად ამ სქემისთვის მოვემზადეთ. ამიტომ, საქართველოს ნაკრების სქემაში ჩვენთვის არაფერი განსაკუთრებული და ახალი არ ყოფილა.
ბოლო ორ წელიწადში ორჯერ ვეთამაშეთ საქართველოს და ორივე მატჩი დაძაბული აღმოჩნდა, თუმცა სცენარი განსხვავებული იყო. ორივე განსხვავებული მატჩი იყო. ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრები ძალიან განვითარდა.
ამიტომ დღევანდელი მატჩი ევროპის ჩემპიონატის იმ შეხვედრასთან შედარებით უფრო რთული და დაძაბული აღმოჩნდა. საერთოდაც, ყველა შესარჩევის სტარტი ასეთი გამოდის“.
GIPHY App Key not set. Please check settings