in

ყველა ფეხბურთელი მზად არის: ვილი სანიოლი იმედიანადაა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში თურქეთთან ხვალინდელ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

ვილი სანიოლი:

„სულ ორი ვარჯიში ჩავატარეთ. რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი მატჩისთვის ეს საკმარისი არ არის. თუმცა ნაკრებში ყოველთვის ასე ხდება, დროში ყოველთვის შეზღუდულები ვართ და ეს გარემოება შემაფერხებელი არ არის.
ყველა ტურნირს თავისი სპეციფიკა გააჩნია, ახლა ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებული მატჩი იქნება.

კვარაცხელიას მცირე პრობლემა ჰქონდა, მაგრამ უკვე კარგადაა და მისგან კარგ თამაშს ველოდები.

რას ვაპირებთ კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის არყოფნაში? ძალიან სამწუხაროა, ორი ასეთი მნიშვნელოვანი მოთამაშის გამოკლება, ეს დიდი დანაკლისია. თუმცა ნაყოფიერი ვარჯიშები გვქონდა და იმედიანად ვართ, რომ თამაშისთვის კარგად მომზადებულები ვიქნებით.

სექტემბრისთვის მომზადება ყოველთვის პრობლემურია, ფიზიკური მომზადება ყოველთვის პრობლემ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ხვალინდელი მატჩისთვის ყველა ფეხბურთელი მზად არის“.

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩი 4 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პსჟ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია

მთავარია როგორ დავიწყებთ, პირველ ორ მატჩს როგორ ჩავატარებთ: კაშიას გულშემატკივრების ეიმედება