მას შემდეგ, რაც გასული წლის სექტემბერში თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, არსად უმუშავია. და აი, კვიპროსული მედიის ინფორმაციით, ფამაგუსტის “ანორთოსისმა” ქეცბაიას მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნება მოისურვა, თუმცა…
57 წლის სპეციალისტმა შეთავაზება იუარა. როგორც კვიპროსელები წერენ, ქეცბაიას უარის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქართული კლუბის ინტერესია.
“ანორთოსისსა” და თემურ ქეცბაიას შორის თანამშრომლობის მიღწევა ამ ეტაპზე არ მოხერხდა. ქართველმა მწვრთნელმა, რომელსაც კლუბის ადმინისტრაცია იწვევდა, უარი თქვა კლუბში მესამედ დაბრუნებაზე. ამას ერთბაშად რამდენიმე მიზეზი აქვს – “ანორთოსისის” ფინანსური მდგომარეობა, გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობა და ინტერესი საქართველოს ერთ-ერთი კლუბისგან”, – წერს Sport FM.
საინტერესოა, რომელ ქართულ კლუბს გულისხმობენ კვიპროსელები? არცთუ დიდი ხნის წინ ქეცბაიას დანიშვნა ქუთაისის “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელად, ძალიან რეალური იყო, თუმცა საბოლოოდ ეს არ მოხდა დეტალებზე შეუთანხმებლობის გამო. შესაძლოა, საქმე სხვა ძლიერ და ტრადიციულ ქართულ კლუბსაც ეხებოდეს…
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings