საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატის ახალი შესარჩევი ციკლისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
ჩვენები პირველ მატჩს 9 სექტემბერს (20:00 სთ) ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავენ. შეხვედრა ქუთაისში გაიმართება.
შეგახსენებთ, საქართველოსთან ერთად ჯგუფში არიან ჩრდილოეთ ირლანდია, მალტა, ლატვია, საბერძნეთი და გერმანია.
პირველი ტურის წინ მთავარმა მწვრთნელმა ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
U21 საქართველო:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“), საბა ქაჯაია („რეალ მურსია“, ესპანეთი), რევაზ კურტანიძე („იბერია 1999“).
მცველები: ჟორჟე ქარსელაძე („აკადემიკა კოიმბრა“, პორტუგალია), დავით ბუკია („ლოკომოტივი თბილისი“), ლუკა ლაცაბიძე („დინამო თბილისი“), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა“, სლოვაკეთი), მათე შათირიშვილი („დინამო თბილისი“), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი 1913“ ფოთი), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“), გიორგი ტაბატაძე („ვაილე“, დანია).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე“, იტალია), ნიკოლოზ დადიანი („იბერია 1999“), გაბრიელ სიგუა („ლოზანა სპორტი“, შვეიცარია), ცოტნე ბერელიძე („დინამო თბილისი“), გია ნადარეიშვილი („გაგრა“), ირაკლი იეგოიანი („ექსელსიორი“, ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე („დინამო ბათუმი“), გიორგი ხარებავა („კოლხეთი 1913“ ფოთი), ალეკო ბასილაძე („ტორპედო ქუთაისი“).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე („ტერმალიკა ნეცეჩა“, პოლონეთი), საბა გეგიაძე („სპაერი“), დავით გოცირიძე („გაგრა“).
GIPHY App Key not set. Please check settings