in

მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა…

AS-მა წერილი გამოაქვეყნა სათაურით – “მამარდაშვილის პრობლემა”, სადაც ავტორმა ხაიმე ესტებანმა დანანებით აღნიშნა, რომ ქართველი კარგ სიტუაციაში არ აღმოჩნდა, რადგან „ლივერპული“, რომელმაც ის 30 მილიონ ევროდ შეიძინა, ოფიციალურ მატჩებში არ ათამაშებს და მთავარ მოქმედ პირად ალისონი რჩება:

„დარხეული ხმების მიხედვით ბრაზილიელ მეკარეს ინგლისის დატოვებას და საუდის არაბეთში ან იტალიაში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ სეზონის დასაწყისიდანვე უდავო ძირითადი მეკარეა. ამით მამარდაშვილი უკმაყოფილო უნდა იყოს, რამეთუ ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებსა და „ვალენსიაში“ პირველი გოლკიპერი იყო, ახლა კი მატჩებს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებს თვალს. სლოტმა გიორგი წინასასეზონო ყველა სპარინგში ათამაშა და სავსებით შესაძლებელია, „მილანთან“ არადამაჯერებელმა ასპარეზობამ იქონია გადაწყვეტილებზე გავლენა.

ამ ვითარებიდან გამომდინარე, მან ყოველდღე უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება, რადგან ნახევარი ევროპიდან ჰქონდა შეთავაზებები, მაგრამ არჩევანი „წითლებზე“ შეაჩერა. ჯერ კიდევ ძალიან ადრეა და სიტუაციის შეცვლა შეუძლია, თუმცა როგორც ჩანს, სლოტმა ამ სეზონისთვის კარის დარაჯი აირჩია. ალისონს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული და ძნელად წარმოსადგენია იქამდე დატოვოს გუნდი“.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს ფაქტორი შეიძლება საჩვენოდ გამოვიყენოთ: არჩილ არველაძე საქართველოს ნაკრებზე

ბულგარეთის შემადგენლობა ცნობილია