in

კიდევ ერთი ქართველი იტალიელი, მექვაბიშვილის პასი, ვაკოს ისევ გოლი – ლეგიონერები

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v80), quality = 85

იტალიაში ახალი სეზონი დაიწყო და მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. „კრემონეზეს“ განაცხადში 20 წლის ქართველი ფეხბურთელი დაჩი ლორთქიფანიძე მოხვდა. სერია A-ში დაბრუნებულმა „კრემონეზემ“ პირველი ტურში სენსაცია მმოახდინა და სტუმრად „მილანს“ 2:1 მოუგო.

გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ იტალიის სერია B-ს ახალი სეზონი „აველინოსთან“ მოგებით დაიწყო – 2:0. ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს.

სლოვაკეთის ჩემპიონატში მეორე საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი ცოტნე კაპანაძემ, რომლის „დუნაისკა სტრედამ“ შინ გათამაშების ლიდერს, „ტრენჩინს“ 4:1 მოუგო. გიორგი გაგუა 78-ე წუთზე შევიდა. კაპანაძემ 8.1 ქულა მიიღო, რაც მეორე საუკეთესო შეფასებაა.

თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცემ“ გურამ კაშიას „სლოვანს“ უმასპინძლა – 1:1. ძოწენიძეს პირველი ტურის შემდეგ არ უთამაშია, კაშია კი ევროპა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩისთვის დაასვენეს.

გიორგი მოისწრაფიშვილის ტრნავას „სპარტაკმა“ სტუმრად „კომარნოს“ 4:1 აჯობა. ქართველი ნახევარმცველი 71-ე წუთზე შევიდა, მისი თამაში კი 7.3 ქულით შეაფასეს.

საბერძნეთში ივა გელაშვილმა „პანსერაიკოსში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, რომელიც ათენში აეკ-ს ესტუმრა და 0:2 წააგო. 24 წლის ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა.

ლუკა გუგეშაშვილის პაოკ-მა შინ „ლარისა“ 1:0 დაამარცხა, ქართველი მეკარე ისევ სათადარიგოთა შორის იყო.

რუმინეთში, ანზორ მექვაბიშვილმა საგოლე პასი შეასრულა კრაიოვის „უნივერსიტატეაში“, რომელმაც შინ „პეტროლული“ 2:0 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და მაღალი შეფასება მიიღო – 8.3.

ბოსნიის ჩემპიონატში გიორგი გულიაშვილის „სარაევო“ „ბორაცს“ ესტუმრა და 1:5 დამარცხდა. „სარაევოს“ ქართველმა კაპიტანმა თავიდან ბოლომდე ითამაშა.

ნიდერლანდებში ირაკლი ეგოიანის დებიუტი შედგა „ექსელსიორში“, რომელიც „უტრეხტს“ ესტუმრა და 1:4 წააგო. ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს.

პოლონეთის პირველობის მე-6 ტურში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ „პიასტს“ ესტუმრა – 0:0. კრაკოველთა ქართველმა კაპიტანმა 90 წუთი ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება დაიმსახურა – 7.0 ქულა.

MLS-ში საბა ლობჟანიძის „ატლანტამ“ „ტორონტო“ მიიღო და ქულა მოიპოვა – 0:0. ქართველი გარემარბი ძირითად შემადგენლობაში იყო და 61 წუთი ითამაშა.

ყაკო ყაზაიშვილმა ჩინეთში კიდევ ერთი გოლი გაიტანა და „შანდუნ ტაიშანს“ „ქინგდაოსთან“ დაძაბული მატჩის მოგებაში დაეხმარა – 3:2.
ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, 88 წუთი ითამაშა და 59-ე წუთზე მესამე გოლი გაიტანა, რაც ამ შეხვედრის გადამწყვეტი იყო. ქართველმა 7.4 ქულა მიიღო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოჩოლეიშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში, ჰამბურგმა ქულა აიღო

სენტ ეტიენი ახალ გუნდს დავითაშვილის გარშემო აშენებს