ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ ახალი სეზონი მარცხით დაიწყო: პირველ ტურში შინ „ვოლფსბურგს“ ვერ გაუმკლავდა – 1:3.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე გაიყვანეს.
მომენტი ბუდუსაც ჰქონდა, დაინახა, რომ მეკარე კარიდან წინ იყო გამოსული, ბურთის თავზე გადაგდება სცადა, მაგრამ დარტყმა სუსტი გამოუვიდა.
ისე საკმაოდ აქტიური იყო.
საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ვერ შესწვდა და კარში ვერ გადაგზავნა, ცოტა ხანში კი ოლსენმა მასთან ბრძოლაში წესები დაარღვია და ყვითელი ბარათი მიიღო.

ჰაიდენჰაიმი – ვოლფსბურგი 1:3
გოლები: 0:1 ოლსენი (20), 1:1 სიენზა (29), 1:2 სვანბერგი (66), 1:3 ამურა (57, პენ)
მომდევნო მატჩს „ჰაიდენჰაიმი“ 30 აგვისტოს სტუმრად „ლაიფციგთან“ ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings