in

ზურიკომ ზედიზედ მეორედ გაიტანა და სენტ ეტიენს მოაგებინა

ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ ლიგა 2-ში „ბულონს“ ესტუმრა და ქართველის გოლით გაიმარჯვა – 1:0.

ჩვენიანი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის ბოლოს, 89-ე წუთზე შეცვალეს.

დავითაშვილმა გადამწყვეტი გოლი 74-ე წუთზე გაიტანა, ფლანგიდნ საჯარიმოში შესულმა მცველებს აჯობა და შორეულ დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა.

შეფასება – 7.4.

ზურიკომ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა, „სენტ ეტიენმა“ კი 7 ქულა დააგროვა და დამატებითი მაჩვენებლით გათამაშების ლიდერია.

ბულონი – სენტ ეტიენი 0:1
გოლი: დავითაშვილი (74)

„სენტ ეტიენი“ 30 აგვისტოს „გრენობლს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სამი გიორგი: საფრანგეთში ქართული მატჩი შედგა – მიქაუტაძემ მოიგო

ქოჩორა შევიდა, კაცი გააგდებინა და სპორტინგმა ამის მერე მოიგო