ოთარ კაკაბაძემ მაგარი მატჩი ჩაატარა, რაც მოახლოებული სანაკრებო თამაშების წინ ორმაგად სასიხარულოა.
ქართველის „კრაკოვიამ“ 1:0 მოუგო „ვიძევის“. ჩვენიანმა კი ზედიზედ მე-3 მატჩში შეასრულა შედეგიანი მოქმედება. სულ 5 შეხვედრაში მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 ასისტია.
ოთარმა საპირისპირო ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ჰაერშივე მიაწოდა კარის წინ გახსნილ პარტნიორს და ასე გავიდა 69-ე წუთზე ერთადერთი გოლი.
“კრაკოვიას” ქართველი კაპიტანი პირველ ტაიმში გააფრთხილეს, თუმცა ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო – 8.0.
GIPHY App Key not set. Please check settings