“ჰამბურგმა” გიორგი გოჩოლეიშვილი ოფიციალურად წარადგინა.
როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრების 24 წლის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი 1-წლიანი იჯარით “ჰამბურგში” გადავიდა, რის შემდეგაც გერმანულ კლუბს მისი გამოსყიდვის უპირატესი უფლება ექნება.
გასულ სეზონში გოჩოლეიშვილი იჯარით “კოპენჰაგენში” თამაშობდა, ახლა კი ბუნდესლიგაში დაბრუნებულ “ჰამბურგში” იასპარეზებს.
გერმანულ ელიტაში უკვე ორი ფეხბურთელი გვეყოლება: გიორგი და “ჰაიდენჰაიმის” ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე.
“ჰამბურგის” მთავარი მწვრთნელი 34 წლის გერმანელი სპეციალისტი მერლინ პოზლინია.
“ჰამბურგი” ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს – 9 აგვისტოს “მალიორკას”, 16 აგვისტოს კი “პირმაზენსს” დაუპირისპირდება, ხოლო 24 აგვისტოს ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად “გლადბახს” შეხვდება.

GIPHY App Key not set. Please check settings